თქვენი მონაცემები

გვსურს, გაგარკვიოთ, რა ტიპის მონაცემებს ვაგროვებთ და ვიყენებთ.

Google-ის სერვისებით სარგებლობისას, თქვენს მონაცემებს გვანდობთ. ჩვენი მოვალეობაა გარკვევით აგიხსნათ, თუ რას ვაგროვებთ და რა გზით ვიყენებთ ამ მონაცემებს ჩვენი სერვისების თქვენზე მოსარგებად.

ჩვენ მიერ მონაცემების სამი ძირითადი ტიპი გროვდება, ესენია:

ის, რასაც აკეთებთ

როცა ჩვენს სერვისებს იყენებთ — მაგალითად, ახორციელებთ ძიებას Google-ში, ღებულობთ მიმართულებებს Google Maps-ში, ან YouTube-ზე უყურებთ ვიდეოს — ჩვენ ამ სერვისების თქვენზე მოსარგებად აუცილებელ მონაცემებს ვაგროვებთ. მასში შეიძლება შედიოდეს:

  • თქვენი ძიებები
  • თქვენ მიერ მონახულებული ვებსაიტები
  • თქვენ მიერ ნაყურები ვიდეოები
  • რეკლამა, რომელზეც აწკაპუნებთ ან ეხებით
  • თქვენი მდებარეობა
  • ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ
  • IP მისამართი და ქუქი-ჩანაწერების მონაცემები

ის, რასაც ქმნით

როცა სისტემაში თქვენი Google ანგარიშით ხართ შესული, ჩვენი სერვისების მეშვეობით, თქვენ მიერ შექმნილ კონტენტს ვინახავთ და ვიცავთ. მასში შეიძლება შედიოდეს:

  • Gmail-ში მიღებული და გაგზავნილი ელფოსტა
  • თქვენ მიერ დამატებული კონტაქტები
  • კალენდარში არსებული მოვლენები
  • თქვენ მიერ ატვირთული ფოტოები და ვიდეოები
  • Drive-ში არსებული დოკუმენტები, ელცხრილები და სლაიდები

ის, რაც უნიკალურს გხდით

Google ანგარიშის რეგისტრაციისას, თქვენ მიერ ჩვენთვის გაზიარებულ ძირითად ინფორმაციას ვინახავთ. მასში შეიძლება შედიოდეს:

  • სახელი
  • ელფოსტის მისამართი და პაროლი
  • დაბადების თარიღი
  • სქესი
  • ტელეფონის ნომერი
  • ქვეყანა
Google Maps სმარტფონზე

როგორ იგებს Google Maps თქვენს ადგილებს უფრო სწრაფად

Google Maps აპით სარგებლობისას, თქვენი ტელეფონი მდებარეობის შესახებ მონაცემების ანონიმურ ფრაგმენტებს Google-ს უგზავნის. ეს ფრაგმენტები თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების მონაცემებთან ერთიანდება და საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების სრული სურათის შექმნის საშუალებას იძლევა. მაგალითად, Google Maps იმის დადგენას მოახერხებს, რომ ერთსა და იმავე ქუჩაზე მრავალი სატრანსპორტო საშუალება ნელა გადაადგილდება და შეგატყობინებთ, რომ მოძრაობა გადატვირთულია. ასე რომ, როცა შემდგომში Google Maps ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გაგაფრთხილებთ და უფრო სწრაფ მარშრუტს შემოგთავაზებთ, გეცოდინებათ, რომ მოკლე გზის მითითებისთვის სხვა მძღოლებს უნდა უმადლოდეთ.

Google Search-ის ზოლი ავტომატური დასრულების ფუნქციით

როგორ ასრულებს Google თქვენს ძიებებს ავტომატურად

თქვენთვის, ალბათ, ნაცნობია სიტუაცია, როცა რაღაცას ეძებთ და მართლწერაში შეცდომას უშვებთ, მაგრამ Google მაინც ხვდება, რას გულისხმობდით. ჩვენი მართლწერის შესწორების მოდელი იმ ადამიანების მონაცემებს იყენებს, რომლებმაც თქვენამდე იგივე შეცდომა დაუშვეს და თქვენს მაგივრად კორექტირება შეაქვს. სწორედ ასე ვხვდებით, რომ „ბარსალონას“ აკრეფით, სავარაუდოდ, „ბარსელონას“ გულისხმობდით.

თქვენი ძიებების ისტორია Google-ს თქვენ მიერ განხორციელებული შემდგომი ძიებების ავტომატურად დასრულების საშუალებას აძლევს. თუ, მაგალითად, „ბარსელონაში ფრენები“ გიძებნიათ, გეცოდინებათ, რომ საძიებო ველში წინადადების დასრულების ვარიანტების შემოთავაზება თქვენ მიერ მისი აკრეფის დასრულებამდე შეგვიძლია. ან თუ საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი ხართ და ხშირად ეძებთ „ბარსელონას შედეგებს“, ამის შემოთავაზება პირდაპირ შეგვიძლია.

Chrome-ის ჩანართი ავტომატური შევსების ფუნქციის მეშვეობით შევსებული ფორმით

როგორ ავსებს Chrome ფორმებს თქვენს მაგივრად

ყოველთვის, როცა ონლაინ-მაღაზიიდან რაიმეს ყიდულობთ, ან ახალ ანგარიშს ქმნით ფორმების პერსონალური ინფორმაციით შევსებისთვის დროის დათმობა გიწევთ. Chrome-ით სარგებლობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ ისეთი მონაცემები, როგორიცაა თქვენი სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი და ანგარიშსწორების ინფორმაცია, შემდეგ კი, მსგავსი ფორმების ავტომატურად შევსებაში დაგეხმაროთ. ავტომატური შევსების კონკრეტული ველების რედაქტირება, ან ამ ფუნქციის მთლიანად გათიშვა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

Google Search-ის ზოლი, რომელზეც პროფილის ფოტო და პერსონალური შედეგების ღილაკია ნაჩვენები

როგორ გეხმარებათ Google Search საკუთარი ინფორმაციის პოვნაში

თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციის მიღება Google Search-ს ისეთი სერვისებიდან შეუძლია, როგორიცაა Gmail, Google Photos, Calendar და სხვა. ეს ინფორმაცია ძიების პერსონალური შედეგების გვერდზე გამოჩნდება, რაც თავიდან აგაცილებთ თქვენი კონტენტის ცალ-ცალკე ძიების აუცილებლობას. უბრალოდ მოიძიეთ: „ჩემი შეხვედრა სტომატოლოგთან“, „მაჩვენე ჩემი ფოტოები პლაჟზე“ ან „სად არის ჩემი სასტუმროს ჯავშანი“. თუ სისტემაში შესული იქნებით, ამ ინფორმაციის Google-ის სხვა სერვისებიდან მიღება ერთი მოქმედებით მოხერხდება.

ჩეთის ბუშტები მომხმარებელსა და Google ასისტენტს შორის

როგორ დაგეხმარებათ Google ასისტენტი თქვენი საქმეების მოგვარებაში

მიუხედავად იმისა, სახლში იმყოფებით, თუ გზაში ხართ — თქვენი ასისტენტი თქვენს დასახმარებლად ყოველთვის მზად არის. როცა ასისტენტს შეკითხვას დაუსვამთ ან დავალებას მისცემთ, ის საჭირო ინფორმაციის უზრუნველსაყოფად თუ ქმედების შესასრულებლად, Google-ის სხვა სერვისებში არსებულ თქვენს მონაცემებს გამოიყენებს. მაგალითად, თუ იკითხავთ: „რომელი კაფე მდებარეობს ახლომახლო?“ ან „ხვალ ქოლგა დამჭირდება?“, ყველაზე რელევანტური პასუხის გასაცემად, თქვენი ასისტენტი გამოიყენებს ინფორმაციას Maps-იდან და Search-იდან, ასევე მონაცემებს თქვენი მდებარეობის, ინტერესებისა და უპირატესი პარამეტრების შესახებ. თქვენს ასისტენტთან ინტერაქციისას შეგროვებული მონაცემების ნებისმიერ დროს ნახვა ან წაშლა „ჩემი აქტივობის“ ხელსაწყოზე გადასვლით შეგიძლიათ.

გააკონტროლეთ Google-ის პროდუქტებთან თქვენი მუშაობის პროცესი

აქ წარმოდგენილია რამდენიმე ხელსაწყო, რომელიც თქვენი კონფიდენციალურობის ნებისმიერ დროს მართვაში დაგეხმარებათ.

ბრაუზერში ნაჩვენებია სექცია „ჩემი ანგარიში“

გააკონტროლეთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები სექციაში „ჩემი ანგარიში“

მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა Google ანგარიში, სწორედ თქვენ წყვეტთ, რა ტიპის მონაცემებს შეუძლია Google-ის სერვისებთან თქვენი მუშაობის გაუმჯობესება. სექცია „ჩემი ანგარიში“ უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას იმ ხელსაწყოებზე, რომელთა მეშვეობითაც თქვენი პერსონალური ინფორმაციის მართვა და კონფიდენციალურობის დაცვა შეგიძლიათ.

წინა ძიებები Chrome-ის ფანჯარაში

იხილეთ თქვენს ანგარიშში არსებული მონაცემები სექციიდან „ჩემი აქტივობა“

სექცია „ჩემი აქტივობა“ ჩვენი სერვისების მეშვეობით თქვენ მიერ მოძიებული, ნანახი და ნაყურები კონტენტის შესახებ მონაცემებს აერთიანებს. ამ ერთი სივრციდან, თქვენ მარტივად მოახერხებთ თქვენი წინა ონლაინ-აქტივობის გადახედვას, რომლის მოძიებაც თემის, თარიღისა და პროდუქტის მიხედვით შეგიძლიათ. შემოთავაზებული ხელსაწყოები დაგეხმარებათ, სამუდამოდ წაშალოთ კონკრეტული აქტივობა ან მთლიანად თემები, რომლებიც არ გსურთ, თქვენს ანგარიშთან იყოს დაკავშირებული.

Chrome-ის ინკოგნიტო რეჟიმის ხატულა

დაათვალიერეთ ვები კონფიდენციალურად ინკოგნიტო რეჟიმის მეშვეობით

ვების დათვალიერების ისტორია ძიებების უფრო სასარგებლო შედეგების მიღებაში გეხმარებათ, თუმცა არსებობს მომენტები, როცა დათვალიერება კონფიდენციალურად გირჩევნიათ. თუ კომპიუტერით თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად სარგებლობთ, სავარაუდოდ, არ მოგინდებათ, რომ დათვალიერების ისტორიამ სიურპრიზი ჩაგიშალოთ და გამოაჩინოს, რომ მისი დაბადების დღისთვის საჩუქარს ეძებდით. სწორედ ასეთ შემთხვევებში, კომპიუტერიდან ან მობილური მოწყობილობიდან ინკოგნიტო ფანჯრის გახსნა შეგიძლიათ, რაც Google Chrome-ს დათვალიერების ისტორიის შენახვის საშუალებას არ მისცემს.