გაკონტროლების საშუალებები

თქვენი კონფიდენციალურობის გასაკონტროლებლად, სპეციალური ხელსაწყოები გაგაჩნიათ.

მონაცემების მეშვეობით, თქვენთვის მაქსიმალურად სასარგებლო სერვისებს გთავაზობთ, თუმცა იმას, თუ რა ტიპის მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების უფლება გვაქვს, თქვენ წყვეტთ. საგანგებოდ თქვენთვის შექმნილ სექციაში „ჩემი ანგარიში“ გამოსაყენებლად მარტივი ხელსაწყოებია თავმოყრილი, რომლებიც თქვენი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მართვის საშუალებებზე სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს. ამ სექციაში მოცემული პარამეტრების გადახედვის მეშვეობით, Google-ის სერვისების თქვენზე მორგება შეგიძლიათ.

ჩემს ანგარიშზე გადასვლა

მართეთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები კონფიდენციალურობის შემოწმების მეშვეობით

სულ რამდენიმე წუთის დათმობით, თქვენ შეძლებთ Google-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციის ტიპების მართვას, მეგობრებთან გაზიარებული ან საჯარო პერსონალური ინფორმაციის განახლებასა და Google-ის მეშვეობით თქვენთვის ხილული რეკლამის მორგებას. ამ პარამეტრების შეცვლა ნებისმიერი სიხშირით შეგიძლიათ.

კონფიდენციალურობის შემოწმების გავლა

დაიცავით თქვენი ანგარიში უსაფრთხოების შემოწმების მეშვეობით

პირველი, რისი გაკეთებაც თქვენი Google ანგარიშის დასაცავად შეგიძლიათ, უსაფრთხოების შემოწმებაა. ის შექმნილია იმისთვის, რომ გადაამოწმოთ, არის თუ არა თქვენი ანგარიშის აღდგენისთვის აუცილებელი ინფორმაცია განახლებული; ასევე, იხილოთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ვებსაიტები, აპები თუ მოწყობილობები და გადაწყვიტოთ, ისევ იყენებთ და ენდობით მათ თუ არა. თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავთ, თქვენი პარამეტრებისა და პაროლის შეცვლა დაუყოვნებლივ შეგიძლიათ. უსაფრთხოების შემოწმებას რამდენიმე წუთი სჭირდება და მისი გავლა ნებისმიერი სიხშირით შეგიძლიათ.

უსაფრთხოების შემოწმების გავლა

გადაწყვიტეთ, რა ტიპის მონაცემები იყოს თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული

თქვენი ანგარიშის მეშვეობით შენახული მონაცემები Google-ის სერვისებს თქვენთვის უფრო სასარგებლოს ხდის — იქნება ეს სამსახურამდე უფრო ოპტიმალური მარშრუტები Maps-ში, თუ უფრო ზუსტი შედეგები Search-ში. აქტივობის მართვის საშუალებები დაგეხმარებათ, გადაწყვიტოთ, რისი დაკავშირება მოხდეს თქვენს ანგარიშთან. მათი გამოყენებით, მონაცემთა კონკრეტული ტიპების შეგროვების დაპაუზებასაც შეძლებთ — მაგალითად, თქვენი ძიებების, ვების დათვალიერების აქტივობის, თქვენ მიერ მონახულებული ადგილების ან თქვენი მოწყობილობებიდან მიღებული ინფორმაციის.

აქტივობის მართვის საშუალებებზე გადასვლა

გააკონტროლეთ რეკლამა თქვენი ინტერესების საფუძველზე

რეკლამის პარამეტრები რეკლამის თქვენთვის საინტერესო თემების მიხედვით გაკონტროლების საშუალებას გაძლევთ. მაგალითად, თუ რეკლამის პერსონალიზების პარამეტრში მიუთითებთ, რომ პოპ-მუსიკა მოგწონთ, YouTube-ზე სისტემაში შესვლის შემთხვევაში, Google-მა შეიძლება გიჩვენოთ რეკლამა ახალი ალბომებისა და იმ კონცერტების შესახებ, რომლებიც თქვენს მახლობლად გაიმართება.

თუ რეკლამის პერსონალიზების პარამეტრს სისტემაში შესულ მდგომარეობაში გამორთავთ, თქვენს ინტერესებზე დაფუძნებულ რეკლამას Google-ის სერვისებში თუ ჩვენს პარტნიორ ვებსაიტებსა და აპებში აღარ გიჩვენებთ. თუ სისტემიდან გამოსული იქნებით, რეკლამის პერსონალიზების გამორთვა მხოლოდ Google-ის იმ სერვისებზე იქონიებს გავლენას, რომლებშიც რეკლამის ჩვენება ხდება ხოლმე.

რეკლამის პარამეტრებზე გადასვლა

იხილეთ თქვენს ანგარიშში არსებული მონაცემები სექციიდან „ჩემი აქტივობა“

სექცია „ჩემი აქტივობა“ ჩვენი სერვისების მეშვეობით თქვენ მიერ მოძიებული, ნანახი და ნაყურები კონტენტის შესახებ მონაცემებს აერთიანებს. ამ ერთი სივრციდან, თქვენ მარტივად მოახერხებთ თქვენი წინა ონლაინ-აქტივობის გადახედვას, რომლის მოძიებაც თემის, თარიღისა და პროდუქტის მიხედვით შეგიძლიათ. შემოთავაზებული ხელსაწყოები დაგეხმარებათ, სამუდამოდ წაშალოთ კონკრეტული აქტივობა ან მთლიანად თემები, რომლებიც არ გსურთ, თქვენს ანგარიშთან იყოს დაკავშირებული.

ჩემს აქტივობაზე გადასვლა

გადახედეთ თქვენი ანგარიშის ძირითად ინფორმაციას

გააკონტროლეთ Google-ის სერვისებში თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადახედვა

გადაიტანეთ თქვენი კონტენტი ნებისმიერ ადგილზე „თქვენი მონაცემების ჩამოტვირთვის“ ფუნქციის მეშვეობით

თქვენი ფოტოები, თქვენი ელფოსტა, თქვენი კონტაქტები და თქვენი სანიშნეებიც კი — თქვენს Google ანგარიშში შენახული კონტენტის კონტროლი თქვენს ხელთ არის. „თქვენი მონაცემების ჩამოტვირთვის“ ფუნქცია შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ თქვენი კონტენტის სარეზერვო ასლების შექმნა ან, თუნდაც, სხვა სერვისში გადატანა შეძლოთ.

თქვენი მონაცემების ჩამოტვირთვაზე გადასვლა