რეკლამის მუშაობის პრინციპი

ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.

ჩვენი საქმიანობის დიდი ნაწილი დაფუძნებულია რეკლამის ჩვენებაზე, როგორც Google-ის სერვისებში, ისე ჩვენს პარტნიორ ვებსაიტებსა და მობილურ აპებში. სწორედ რეკლამის წყალობით ვინარჩუნებთ ჩვენს სერვისებს ყველასთვის უფასოდ. ამ რეკლამის საჩვენებლად, თქვენს მონაცემებს ვიყენებთ, თუმცა ისეთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, ელფოსტის მისამართი და ანგარიშსწორების ინფორმაცია, არ ვყიდით.

მონაცემებს რეკლამის თქვენზე მოსარგებად ვიყენებთ

თქვენთვის უფრო სასარგებლო რეკლამის საჩვენებლად, თქვენი მოწყობილობებიდან შეგროვებულ ისეთ მონაცემებს ვიყენებთ, როგორიცაა ძიებები და მდებარეობა, თქვენ მიერ გამოყენებული ვებსაიტები და აპები, ნანახი ვიდეოები და რეკლამა. ამაში ჩვენთვის გაზიარებული პირადი ინფორმაციაც გვეხმარება, მაგალითად, თქვენი ასაკობრივი ჯგუფი, სქესი და თქვენთვის საინტერესო თემები.

თქვენი რეკლამის პარამეტრების მიხედვით და იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში შესული ხართ, ეს მონაცემები ნებისმიერი თქვენი მოწყობილობიდან ნანახ რეკლამაზე აისახება. მაგალითად, თუ სამსახურის კომპიუტერიდან სამოგზაურო ვებსაიტს ესტუმრებით, იმავე დღის საღამოს, თქვენს ტელეფონზე, შეიძლება პარიზის ავიაბილეთების შესახებ რეკლამა იხილოთ.

რეკლამის განმთავსებლები ფულს მხოლოდ რეკლამის ჩვენებაში და მასთან ინტერაქციაში იხდიან

ჩვენი მეშვეობით სარეკლამო კამპანიების წარმოებისას, რეკლამის განმთავსებლები თანხას მხოლოდ რეკლამის ეფექტურობაში იხდიან და ეს არცერთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ ინფორმაციას არ გულისხმობს. ეფექტურობაში შეიძლება მოიაზრებოდეს რეკლამის ნახვებისა ან მასთან ინტერაქციის რაოდენობა, რეკლამის ნახვის შემდეგ კონკრეტული ზომის მიღება (მაგალითად, აპის ჩამოტვირთვას ან მოცემული ფორმის შევსებას) და ა.შ.

რეკლამის განმთავსებლებს კამპანიების შედეგიანობის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით

რეკლამის განმთავსებლებს თავიანთი რეკლამის ეფექტურობის შესახებ მონაცემებს თქვენი პირადი ინფორმაციის გამხელის გარეშე ვაწვდით. თქვენთვის რეკლამის ჩვენების ნებისმიერ ეტაპზე, თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცულობასა და კონფიდენციალურობას უზრუნველვყოფთ.

Google-ის სერვისებში და პარტნიორ ვებსაიტებზე რეკლამის მუშაობის პრინციპი

თქვენი მონაცემების მეშვეობით, თქვენთვის უფრო სასარგებლო რეკლამას როგორც Google-ის სერვისებში, ისე ჩვენს პარტნიორ ვებსაიტებსა და მობილურ აპებში გიჩვენებთ.

სხვადასხვა ფერის ველოსიპედი ბრაუზერის ფანჯარაში

Search-ში რეკლამის მუშაობის პრინციპი

Google Search-ით სარგებლობისას, რეკლამა შეიძლება ძიების შესაბამისი შედეგების გვერდით ან მათ თავზე გამოჩდეს. უმეტეს შემთხვევაში, ამ ტიპის რეკლამის ჩვენება თქვენი საძიებო ფრაზისა და ამჟამინდელი მდებარეობის მიხედვით ხორციელდება. თუ, მაგალითად, თქვენი საძიებო ფრაზაა: „ველოსიპედები“, შეიძლება თქვენთან ახლოს გასაყიდი ველოსიპედების შესახებ რეკლამა იხილოთ.

სხვა შემთხვევებში, უფრო სასარგებლო რეკლამის საჩვენებლად, ისეთ დამატებით მონაცემებს ვიყენებთ, როგორიცაა თქვენ მიერ ადრე განხორციელებული ძიებები ან მონახულებული ვებსაიტები. თუ ჩავთვლით, რომ „ველოსიპედები“ უკვე მოძიებული გაქვთ და ახლა „დასვენებას“ ეძებთ, Search-მა შეიძლება გიჩვენოთ რეკლამა ისეთი დასასვენებელი ადგილების შესახებ, სადაც ველოსიპედით გასეირნება შეგეძლებათ.

Google Ads Gmail-ში, რომელიც ყვითელი ფერით არის გამოყოფილი

YouTube-ზე რეკლამის მუშაობის პრინციპი

YouTube-ზე ვიდეოების ყურებისას, რეკლამა შეიძლება ვიდეოს დაკვრამდე ან ვიდეოს გვერდზე შეგხვდეთ. ამ ტიპის რეკლამა ეფუძნება თქვენ მიერ ნანახ ვიდეოებსა და სხვა მონაცემებს, რომელთა შორისაა მიმდინარე და ბოლოდროინდელი ძიებანი YouTube-ზე.

მაგალითად, თუ „მოდურ რჩევებს“ მოიძიებთ, ან სილამაზესთან დაკავშირებულ ვიდეოებს უყურებთ, შეიძლება თავის მოვლის ახალი საშუალებების შესახებ რეკლამა იხილოთ. ამგვარი რეკლამა თქვენ მიერ ნანახი ვიდეოების შემქმნელების მხარდაჭერაში გვეხმარება.

თუ YouTube რეკლამის ყურება არ გსურთ, მრავალი მათგანის გამოტოვების საშუალება გეძლევათ.

ბედნიერი ქალის ამსახველ YouTube ვიდეოში მოდური მზის სათვალის რეკლამა ჩნდება

Gmail-ში რეკლამის მუშაობის პრინციპი

Gmail-ში თქვენთვის ხილული რეკლამა შემოსულ შეტყობინებებში არსებული საკვანძო სიტყვების მსგავს მონაცემებს ეფუძნება. ეს პროცესი სრულიად ავტომატიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის რეკლამის ჩვენების მიზნით, თქვენს ელფოსტას არავინ კითხულობს.

მაგალითად, თუ ბოლო დროს ფოტოგრაფიისა და ფოტოკამერების შესახებ ბევრი შეტყობინება მიიღეთ, შეიძლება ფოტოკამერებით მოვაჭრე ადგილობრივი მაღაზიის შემოთავაზების შესახებ იხილოთ რეკლამა.

ბრაუზერი პროფილის ფოტოთი, რომელშიც ელეგანტური მწვანე ჩანთის რეკლამაა ნაჩვენები

Google-ის პარტნიორ ვებსაიტებზე რეკლამის მუშაობის პრინციპი

რეკლამის ჩვენების მიზნით, ჩვენთან მრავალი ვებსაიტი და მობილური აპი პარტნიორობს. ამ შემთხვევაში, განმთავსებლები კონკრეტული რეკლამის სამიზნე აუდიტორიის „ტიპებს“ მომხმარებლების მიერ ჩვენთან გაზიარებული ინფორმაციისა და ჩვენ მიერ თქვენი ონლაინ-აქტივობების შესახებ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე ირჩევენ: მაგალითად, „25—34 წლის მამაკაცები, რომლებსაც აინტერესებთ მოგზაურობა“.

გარდა ამისა, რეკლამა შეიძლება თქვენ მიერ ადრე მონახულებული ვებსაიტების საფუძველზეც გიჩვენოთ — მაგალითად, შესაძლოა იმ წითელი ფეხსაცმლის შესახებ რეკლამა იხილოთ, რომელიც, მართალია, ონლაინ-მაღაზიის კალათაში უკვე დამატებული გქონდათ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არ გიყიდიათ. ყოველივე ეს თქვენი ისეთი პერსონალური ინფორმაციის გამხელის გარეშე ხორციელდება, როგორიცაა სახელი, ელფოსტის მისამართი ან ბილინგის ინფორმაცია.

გააკონტროლეთ თქვენთვის ხილული Google რეკლამა

მიუხედავად იმისა, სისტემაში შესული ხართ თუ არა, თქვენთვის ხილული რეკლამის ტიპების გასაკონტროლებლად, სპეციალურ ხელსაწყოებს გთავაზობთ.

ტაბლეტი, რომელზეც რეკლამის პარამეტრები და მზის სათვალის რეკლამაა ნაჩვენები

გააკონტროლეთ რეკლამა თქვენი ინტერესების საფუძველზე

რეკლამის პარამეტრებში თქვენთვის საინტერესო თემების მითითების მეშვეობით, რეკლამის გაკონტროლება შეგიძლიათ. მაგალითად, თუ რეკლამის პერსონალიზების პარამეტრში მიუთითებთ, რომ პოპ-მუსიკა მოგწონთ, YouTube-ზე სისტემაში შესვლის შემთხვევაში, Google-მა შეიძლება გიჩვენოთ რეკლამა ახალი ალბომებისა და იმ კონცერტების შესახებ, რომლებიც თქვენს მახლობლად გაიმართება.

თუ რეკლამის პერსონალიზების პარამეტრს სისტემაში შესულ მდგომარეობაში გამორთავთ, თქვენს ინტერესებზე დაფუძნებულ რეკლამას Google-ის სერვისებში თუ ჩვენს პარტნიორ ვებსაიტებსა და აპებში აღარ გიჩვენებთ. თუ სისტემიდან გამოსული იქნებით, რეკლამის პერსონალიზების გამორთვა მხოლოდ Google-ის იმ სერვისებზე იქონიებს გავლენას, რომლებშიც რეკლამის ჩვენება ხდება ხოლმე.

მწვანე მანქანის Google რეკლამა, რომელსაც თავში დადუმების ღილაკი აქვს

მოაშორეთ რეკლამა, რომლის ხილვაც არ გსურთ

ჩვენი პარტნიორი ვებსაიტებისა და აპების მეშვეობით ნაჩვენებ მრავალ რეკლამაზე „ამ რეკლამის დადუმების“ შესაძლებლობას გაძლევთ. რეკლამის კუთხეში „X“-ის არჩევით, შეგიძლიათ მოაშოროთ რეკლამა, რომელიც თქვენთვის საინტერესო აღარ არის.

მაგალითად, ავტომობილების შესახებ რეკლამა შეიძლება სასარგებლო იყო მაშინ, როცა თქვენთვის ახალ მანქანას ეძებდით, მაგრამ ახლა, როცა უკვე ახალი შენაძენის საჭესთან ხართ, Google-ისგან თქვენ მიერ ახლახან ნაყიდი ავტომობილის შესახებ რეკლამის ხილვა, სავარაუდოდ, აღარ მოგინდებათ.

თქვენი რეკლამის პარამეტრების მიხედვით და იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში შესული ხართ, თქვენი არჩევანი ჩვენს ყველა პარტნიორ ვებსაიტსა და აპზე აისახება, რომელსაც სისტემაში შესული მოწყობილობიდან მოინახულებთ.

„რეკლამის დაბლოკვის“ არჩევის მეშვეობით, Google-ის სერვისებში ნაჩვენები რეკლამის დაბლოკვა სისტემაში შესვლის გარეშეც შეგიძლიათ.

მზის სათვალის რეკლამა, რომელსაც ზედა მარჯვენა ნაწილში ინფორმაციის ღილაკი აქვს

შეიტყვეთ, რა ტიპის მონაცემების საფუძველზე გიჩვენებთ რეკლამას

ჩვენი სურვილია, უკეთ გაგარკვიოთ, რა ტიპის მონაცემებს ვიყენებთ რეკლამის მოწოდებისას. ფუნქცია „რატომ ეს რეკლამა?“ საშუალებას გაძლევთ დააწკაპუნოთ მოთხოვნას და შეიტყოთ, რატომ ხედავთ რომელიმე კონკრეტულ რეკლამას. მაგალითად, კაბის რეკლამას შეიძლება ხედავდეთ იმიტომ, რომ ბოლო დროს მოდასთან დაკავშირებულ ვებსაიტებს სტუმრობდით. შესაძლოა ასევე აღმოაჩინოთ, რომ რესტორნის რეკლამა თქვენი მდებარეობის საფუძველზე შეგხვდათ. სწორედ ამ ტიპის მონაცემები გვეხმარება თქვენთვის სასარგებლო რეკლამის ჩვენებაში. თუმცა გახსოვდეთ, რომ ამ მონაცემებს რეკლამის განმთავსებლებს არასოდეს ვუზიარებთ.